სიახლე

ევროკავშირმა უკრაინისთვის 3.2 მილიარდი ევროს პირველი ტრანში გამოყო

მედიაცენტრი

ევროკომისიამ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხიდან პირველი ტრანში გამოყო, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გდანსკში, უკრაინის რეკონსტრუქციის საკითხზე კონფერენციის გახსნისას გამოაცხადა. ურსულა ფონ დერ ლაიენის ცნობით, უკრაინისთვის მაკროფინანსური დახმარების პირველი ტრანში 3.2 მილიარდ ევროს მოიცავს და თანხა დრონების წარმოებას მოხმარდება. „დღეს სესხის პირველ ტრანშს გამოვყოფთ. მოხარული ვარ, რომ დღეს ამის შესახებ ვაცხადებ“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ასევე, ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, უახლოესი დღეების განმავლობაში უკრაინისთვის თანხების გამოყოფა 6 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტიდანაც დაიწყება, რომელიც დრონების წარმოებისთვის იქნება განკუთვნილი. The post ევროკავშირმა უკრაინისთვის 3.2 მილიარდი ევროს პირველი ტრანში გამოყო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი