სიახლე

,,უკრაინის შორ მანძილზე მოქმედი „სანქციების“ არეალი კვლავ ფართოვდება” – ზელენსკი

მედიაცენტრი

„ფლამინგოს“ რაკეტებით ვოლგოგრადში საარტილერიო სისტემების საწარმოზე დარტყმა განხორციელდა”, – ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. მისი თქმით, რუსეთის ყველა თავდაცვის ობიექტი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომს ემსახურება, ჩვენი შორ მანძილზე მოქმედი „სანქციების“ სამართლიანი სამიზნეა. ზელენსკის ცნობით, სარაკეტო დარტყმის შემდეგ საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. „უკრაინის შორ მანძილზე მოქმედი „სანქციების“ არეალი კვლავ ფართოვდება. სწორედ ჩვენი ზეწოლაა, რომელიც, დღითი დღე, ღირსეული მშვიდობისთვის ნიადაგს ამზადებს“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. The post ,,უკრაინის შორ მანძილზე მოქმედი „სანქციების“ არეალი კვლავ ფართოვდება” – ზელენსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი