სიახლე

ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილმა მრჩეველმა, გასაიდუმლოებული ინფორმაციის უკანონოდ შენახვის საქმეზე ბრალი აღიარა

მედიაცენტრი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილმა მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა ბრალი აღიარა გასაიდუმლოებული ინფორმაციის უკანონოდ შენახვის საქმეზე. გამოძიების ცნობით, ჯონ ბოლტონი საკუთარი წიგნისთვის მასალის მოსაგროვებლად აკეთებდა ჩანაწერებს, რომლებშიც საიდუმლო ინფორმაციაზე იყო საუბარი. როგორც „ბიბისი“ წერს, ჩანაწერების ნაწილი უმაღლეს, სრულიად საიდუმლო კატეგორიას ეკუთვნოდა. მას ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ბოლტონი დათანხმდა 2.25 მილიონი დოლარის ჯარიმის გადახდას, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურისთვის ანგარიშის ჩაბარებასა და 100 საათით საზოგადოებრივ სამუშაოს. განაჩენი 28 ოქტომბერს გამოცხადდება. The post ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილმა მრჩეველმა, გასაიდუმლოებული ინფორმაციის უკანონოდ შენახვის საქმეზე ბრალი აღიარა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი