ირანმა ბაჰრეინის ტერიტორიაზე დრონებით დარტყმები განახორციელა
ბაჰრეინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ირანმა ბაჰრეინის ტერიტორიაზე დრონებით დარტყმები განახორციელა. „ეს ბაჰრეინის სუვერენიტეტის უხეში დარღვევაა და მისი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის აშკარა საფრთხეს წარმოადგენს“, – ნათქვამია განცხადებაში. ბაჰრეინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ თავდაცვის უფლებას იტოვებს. შეგახსენებთ, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ გამოაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემზე თავდასხმის შემდეგ ირანის ტერიტორიაზე დრონებისა და რაკეტების საცავებს დაარტყა. მოგვიანებით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ სპარსეთის ყურეში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე საპასუხო დარტყმები განახორციელა. The post ირანმა ბაჰრეინის ტერიტორიაზე დრონებით დარტყმები განახორციელა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →