სიახლე

,,ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მოძრაობის აღდგენა მხოლოდ ირანის პასუხისმგებლობაა” – აბას არაღჩი

მედიაცენტრი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მოძრაობის აღდგენა მხოლოდ ირანის პასუხისმგებლობაა და სხვა არც ერთ ქვეყანას ამ საკითხში ჩარევის უფლება არ აქვს. „ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ ამჟამად განხორციელებული შეთანხმებებისგან ახალი ან მისგან განცალკევებული შეთანხმებების მიღების ნებისმიერი მცდელობა მხოლოდ გაართულებს სიტუაციას, გადადებს ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნას და გაზრდის დაძაბულობის დონეს“, – განაცხადა აბას არაღჩიმ. ლიბანის საკითხზე საუბრისას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ-ის მთავრობა ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში ვალდებულია, შეაჩეროს თავდასხმები, უზრუნველყოს ომის დასრულება და ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანა. The post ,,ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მოძრაობის აღდგენა მხოლოდ ირანის პასუხისმგებლობაა” – აბას არაღჩი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი