კობა კობალაძე ჰააგაში ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის დირექტორთან, ბრიგადის გენერალ პოლ ჰოფსლოტთან ერთად, ქალაქ ჰააგაში ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ნიდერლანდებში, ვეტერანთა დღე, ყოველწლიურად, ივნისის ბოლო შაბათს აღინიშნება. ოფიციალურ ცერემონიას, ნიდერლანდელ ვეტერანებთან ერთად, ტრადიციულად დაესწრნენ ნიდერლანდების მეფე, სამეფო კარის წარმომადგენლები, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, უმაღლესი სამხედრო პირები და მთავრობის წევრები. ღონისძიების დასრულების შემდეგ, კობა კობალაძე, გენერალ პოლ ჰოფსლოტთან, ასევე, ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის, პოლონეთის ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურისა და გერმანიის, ბუნდესვერის ვეტერანთა ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს ესტუმრნენ, სადაც საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის… The post კობა კობალაძე ჰააგაში ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო appeared first on მედიაცენტრი მთა…
პირველწყარო →