სიახლე

დნეპროპეტროვსკში რუსულ დარტყმებს ბენზინგასამართ სადგურებზე მსხვერპლი მოჰყვა

მედიაცენტრი

გასულ ღამეს რუსულმა არმიამ უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქზე იერიში მიიტანა და ხუთ ბენზინგასამართ სადგურს დაარტყა. უკრაინული მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად ერთი ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა, სამმა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. სამხედრო აგრესიის შედეგებზე დნეპროპეტროვსკის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ განჟამ ისაუბრა. „დაღუპულია ერთი ქალი, კიდევ სამი მოქალაქე კი დაშავდა. ღამის განმავლობაში მტერმა ოლქის ტერიტორიაზე მდებარე ხუთ ბენზინგასამართ სადგურზე მიიტანა იერიში“, – განაცხადა განჟამ. რეგიონის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საჰაერო დარტყმების ადგილებზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. აფეთქებებისა და ცეცხლის შედეგად, ხუთივე ობიექტზე არსებული ტექნიკა და ინფრასტრუქტურა სერიოზულად დაზიანდა. The post დნეპროპეტროვსკში რუსულ დარტყმებს ბენზინგასამართ სადგურებზე მსხვერპლი მოჰყვა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი