უკრაინამ ევროკავშირისგან დრონების შესასყიდად 3.9 მილიარდი მიიღო
ევროკავშირმა უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებისა და შესყიდვისთვის 3.9 მილიარდი ევროს (4.33 მლრდ დოლარი) მოცულობის ფინანსური ტრანში გამოუყო. აღნიშნული დაფინანსება იმ 90-მილიარდიანი სასესხო პროგრამის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ბრიუსელმა მიმდინარე წლის დასაწყისში უკრაინის მხარდასაჭერად დაამტკიცა. ეს უკვე მეორე ფინანსური ნაკადია, რომელიც კიევმა ბოლო პერიოდში მიიღო – რამდენიმე დღით ადრე, 25 ივნისს, ევროკომისიამ უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტისა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად პირველი, 3.2 მილიარდი ევროს (3.55 მლრდ დოლარი) მოცულობის ტრანში უკვე გადარიცხა. სამხედრო დახმარების ახალ პაკეტთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში გაავრცელა: „უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად, ჩვენ დრონების… The post უკრაინამ ევროკავშირისგან დრონების შესასყიდად 3.9 მილიარდი მიიღო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →