ვოლოდიმირ ზელენსკი ირლანდიაში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით ირლანდიაში ჩავიდა. აღნიშნული ინფორმაცია უკრაინის ლიდერმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა. ვიზიტის მთავარი მიზანი ირლანდიის მიერ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ოფიციალურად დაწყების ცერემონიაში მონაწილეობაა. საგარეო ვიზიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრებს გამართავს ირლანდიის პრემიერ-მინისტრ მაიკლ მარტინსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასთან. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დინამიკას და აღნიშნა, რომ კიევი ირლანდიის თავმჯდომარეობის პერიოდს დიდ იმედებს უკავშირებს. „უკრაინა ყოველდღე ამტკიცებს, რომ იმსახურებს იყოს ჩვენი საერთო ევროპული სახლის თანასწორი ნაწილი. ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირის საბჭოში ირლანდიის თავმჯდომარეობის დროს შევძლებთ ხელშესახები პროგრესის მიღწევას გაწევრიანების გზაზე და მოლაპარაკების… The post ვოლოდიმირ ზელენსკი ირლანდიაში ჩავიდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →