სიახლე
ნიდერლანდებში, გასულ კვირას, რეკორდულ სიცხეს ქვეყანაში 480-მდე ადამიანი ემსხვერპლა
მედიაცენტრი
ნიდერლანდების ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ კვირას რეკორდულ სიცხეს ქვეყანაში დაახლოებით 480 ადამიანი ემსხვერპლა. მედიის ცნობით, 22-დან 28 ივლისის ჩათვლით პერიოდში მაღალი ტემპერატურის შედეგად ძირითადად 80 წლის და უფროსი ასაკის ადამიანები დაიღუპნენ. შემთხვევათა უმეტესობა ნიდერლანდების სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში დაფიქსირდა, სადაც ჰაერის ტემპერატურა ყველაზე მაღალი იყო. სიცხის ტალღის დროს ნიდერლანდებში ჰაერის ტემპერატურამ 40 გრადუსს მიაღწია, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. The post ნიდერლანდებში, გასულ კვირას, რეკორდულ სიცხეს ქვეყანაში 480-მდე ადამიანი ემსხვერპლა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.