სიახლე

ივნისში წლიურმა ინფლაციამ 5.8% შეადგინა

მედიაცენტრი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ქვეყანაში ინფლაციის დონემ 0.1% შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 5.8%-ით განისაზღვრა. უწყების ანგარიშის მიხედვით, საბაზო ინფლაციამ, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.5% შეადგინა, ხოლო წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი თამბაქოს გარეშე 3.2%-ით განისაზღვრა. ყოველთვიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა შემდეგი ჯგუფების ფასების ცვლილებამ იქონია: სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფში ფასები 2.1%-ით გაიზარდა. ღამის გასათევით მომსახურება 4.1%-ით გაძვირდა, ხოლო საზოგადოებრივი კვება – 1.7%-ით. ტრანსპორტი: ფასები ჯამში 0.6%-ით გაიზარდა. სატრანსპორტო მომსახურებაზე ფასებმა 2.9%-ით მოიმატა, ხოლო პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე – 0.2%-ით. ტანსაცმელი და… The post ივნისში წლიურმა ინფლაციამ 5.8% შეადგინა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი