შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, მერაბ მალანია შვილის ბრალის წარდგენას ესწრება
პედაგოგ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანს, გიორგი მალანიას ოფიციალურად ბრალს წარუდგენენ. საგამოძიებო მოქმედებებს წინასწარი მოთავსების იზოლატორში მამამისი, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, მერაბ მალანია ესწრება. იგი ადვოკატთან ერთად არასრულწლოვან შვილთან კანონიერი წარმომადგენლის სტატუსით შევიდა და ბრალის ოფიციალურად წარდგენის პროცესს პირადად ესწრება. გიორგი მალანია სამართალდამცველებმა დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნულ ფორმულირებას მოკლული პედაგოგის ოჯახი არ ეთანხმება და მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს. გიგა ავალიანის დედის, ეკა კუპატაძის განცხადებით, მალანია… The post შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, მერაბ მალანია შვილის ბრალის წარდგენას ესწრება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →