მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის სამგლოვიარო ცერემონიაზე დასასწრებად ირანში ჩავიდა – ირანული მედია აეროპორტიდან პირველ კადრებს ავრცელებს.
ხამენეის პატივი მიაგეს საქართველოს დელეგაციის წევრებმა, რომელთა შორისაც არიან: სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი ფაიქ ნაბიევი, აღმოსავლეთ საქართველის მუფთი ეთიბარ ემინოვი და თბილისის მეჩეთის წინამძღვარი ზვიად ვანაძე.
ირანული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, 3 ივლისის დილით ხამენეის ცხედარი თეირანის მთავარ სალოცავში იმამ ხომენეის მოსალაში გადაასვენეს.
დაკრძალვის ცერემონიები 9 ივლისამდე გაგრძელდება. 9 ივლისს კი აიათოლა ალი ხამენეის ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქ მაშჰადში დაკრძალავენ.
ოფიციალური ინფორმაციით, ხამენეი აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული ომის პირველივე დღეს, რამდენიმე თანმხლებ პირთან და ოჯახის წევრთან ერთად დაიღუპა.
The post მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის სამგლოვიარო ცერემონიაზე დასასწრებად ირანში ჩავიდა appeared first on .