სიახლე

პირველკლასელთა ონლაინ რეგისტრაცია დღეს სრულდება

მედიაცენტრი

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაციის მეოთხე ეტაპი დღეს, 00:00 საათზე დასრულდება. განათლების სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული ეტაპის ფარგლებში ყველა მსურველს აქვს შესაძლებლობა, ბავშვი საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე მისთვის სასურველ ნებისმიერ საჯარო სკოლაში დაარეგისტრიროს. პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია 15 ივნისიდან განათლების მართვის სისტემის პორტალზე მიმდინარეობდა. უწყება მშობლებსა და კანონიერ წარმომადგენლებს მოუწოდებს, მაქსიმალურად გაითვალისწინონ დადგენილი ვადები და პროცესი დროულად დაასრულონ. The post პირველკლასელთა ონლაინ რეგისტრაცია დღეს სრულდება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი