სიახლე

უკრაინამ სანკტ-პეტერბურგის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა დაბომბა

მედიაცენტრი

უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში მდებარე ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა დაბომბეს. უკრაინული მედიის ცნობით, სანკტ-პეტერბურგში აფეთქებების ხმა ადგილობრივი დროით დილის 06:30 საათზე გაისმა. რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ქალაქს და ლენინგრადის ოლქს ათობით დრონი ერთდროულად უტევდა. ნავთობის ტერმინალი, რომელიც ფინეთის ყურეში მდებარეობს, რუსეთის საწვავის ერთ-ერთი უმსხვილესი საცავია. აღნიშნული ტერმინალის მეშვეობით რუსეთი ზღვით, რკინიგზითა და საავტომობილო გზით ბენზინის ექსპორტს ახდენს. საუბარია წელიწადში დაახლოებით 12,5 მილიონ ტონა ბენზინზე. ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის დაზიანების ხარისხი ჯერჯერობით უცნობია. The post უკრაინამ სანკტ-პეტერბურგის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა დაბომბა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი