უკრაინამ ხარკოვის ოლქის 60 დასახლებული პუნქტიდან ევაკუაციის ბრძანება გასცა
უკრაინის ხელისუფლებამ ხარკოვის ოლქის 60 დასახლებული პუნქტიდან ევაკუაციის ბრძანება გასცა. უკრაინული მედიის ცნობით, საუბარია ხარკოვის სამ რაიონზე. გაფართოვდა რეგიონის კუპიანსკის, ბოგოდუხოვისა და ხარკოვის სოფლებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის ზონა. როგორც მედია იუწყება, დასახლებული პუნქტებიდან ევაკუაცია უკავშირდება სასაზღვრო და ფრონტის ხაზთან ვითარების შესაძლო გამწვავებას. ევაკუაცია მოხალისეებთან, სამართალდამცველებთან და მაშველებთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ბავშვიან ოჯახებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. ევაკუირებულებს სატრანზიტო ცენტრებში გადაიყვანენ, სადაც ისინი საჭირო მხარდაჭერას მიიღებენ – საკვები და არასაკვები პროდუქტები, იურიდიული, ფსიქოლოგიური და ფინანსური დახმარება. The post უკრაინამ ხარკოვის ოლქის 60 დასახლებული პუნქტიდან ევაკუაციის ბრძანება გასცა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →