სიახლე

გერმანიაში, ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ყრილობის წინ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა

მედიაცენტრი

Reuters-ის ცნობით, გერმანიაში, ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ყრილობის წინ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. გერმანიის ქალაქ ერფურტში, ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ყრილობა იმართება, სადაც პარტია ლიდერებს ირჩევს. პარტიის ყრილობამდე ერფურტში ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებმაც კონფერენციამდე მისასვლელი გზები გადაკეტეს. პოლიციის ცნობით, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წინააღმდეგ დემონსტრაციაში დაახლოებით 15000 ადამიანი მონაწილეობს. როგორც Reuters-ი წერს, მოსალოდნელია, რომ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრები პარტიის თანათავმჯდომარეებად ალის ვაიდელსა და ტინო ჩრუპალას აირჩევენ. The post გერმანიაში, ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ყრილობის წინ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი