,,აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას სამი ვაჟი დაესწრო, მისი მემკვიდრე მოჯთაბა არ გამოჩენილა” – მედია
ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის, დაკრძალვის ცერემონიაზე სამი ვაჟი გამოჩნდა, თუმცა არა მისი მემკვიდრე. Reuters-ის ინფორმაციით, სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა კადრები, როგორ ლოცულობდა ხამენეის სამი ვაჟი – მუსტაფა, მეისამი და მასუდი თეირანის იმამ ხომეინის დიდი მოსალას უზარმაზარ ეზოში დასვენებული კუბოების უკან. თუმცა, კადრებში არ გამოჩენილა ირანის ახალი უზენაესი ლიდერი – მოჯთაბა. Reuters-ი წერს, რომ 28 თებერვალს აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანში განხორციელებული დარტყმების შემდეგ მოჯთაბა ხამენეი საჯაროდ არ გამოჩენილა და არც მისი ფოტო გამოქვეყნებულა. გავრცელებული ინფორმაციით, ის მძიმედ დაიჭრა 28 თებერვალს მომხდარი თავდასხმის დროს, რომლის დროსაც მამა და ოჯახის… The post ,,აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას სამი ვაჟი დაესწრო, მისი მემკვიდრე მოჯთაბა არ გამოჩენილა” – მედია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →