სასამართლომ შვილზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ მამას 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა
სასამართლომ სრულად გაიზიარა წარდგენილი მტკიცებულებები და საკუთარ არასრულწლოვან შვილზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული მამა დამნაშავედ ცნო, – ინფორმაციას ამის შესახებ ორგანიზაცია „საფარი“ ავრცელებს. ორგანიზაციის განცხადებით, დაზარალებულმა ქალმა მათ დახმარებისთვის 2026 წლის დასაწყისში მიმართა. ირკვევა, რომ მამა გოგონაზე წლების განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა, რაც არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებებში გამოიხატებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი დანაშაული 6 წლის წინ ხდებოდა, საფრთხის განმეორების შემდეგ, გოგონა სახლიდან გამოიქცა და დახმარება უკვე სრულწლოვან ასაკში ითხოვა. საქმეში „საფარის“ იურისტი მარი ვარამაშვილი ჩაერთო, რომლის დახმარებითაც დაზარალებულმა სამართალდამცავებს მიმართა. გამოძიებამ წლების განმავლობაში ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი ყველა მტკიცებულება მოიპოვა, რის შედეგადაც მოძალადე… The post სასამართლომ შვილზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ მამას 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →