სიახლე

გიორგი ბახუაშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველი იყო, სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა

MegaTV

გიორგი ბახუაშვილი შს მინისტრის მოადგილეობიდან გაათავისუფლეს და სუს-ის უფროსის მოადგილედ დანიშნეს – ამის შესახებ ბრძანება ირაკლი კობახიძემ გამოსცა. ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა პირადმა მცველმა ახალი თანამდებობა 6 ივლისიდან, ბრძანების გამოცემის დღიდან დაიკავა. ბახუაშვილი იქამდე შს მინისტრის მოადგილე იყო. ის ამ პოსტზე 10 ივნისს დაინიშნა და არასრული ერთი თვე იმუშავა. სულხან თამაზაშვილის მოადგილედ დანიშვნამდე, ბახუაშვილი 2026 წლის 23 მაისიდან შსს-ს გენ.ინსპექციის […]

პირველწყარო →

გიორგი ბახუაშვილი შს მინისტრის მოადგილეობიდან გაათავისუფლეს და სუს-ის უფროსის მოადგილედ დანიშნეს – ამის შესახებ ბრძანება ირაკლი კობახიძემ გამოსცა.

ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა პირადმა მცველმა ახალი თანამდებობა 6 ივლისიდან, ბრძანების გამოცემის დღიდან დაიკავა.

  • ბახუაშვილი იქამდე შს მინისტრის მოადგილე იყო. ის ამ პოსტზე 10 ივნისს დაინიშნა და არასრული ერთი თვე იმუშავა.
  • სულხან თამაზაშვილის მოადგილედ დანიშვნამდე,  ბახუაშვილი 2026 წლის 23 მაისიდან შსს-ს გენ.ინსპექციის დირექტორის პოზიციას იკავებდა.

სუს-ის უფროსის რიგით მეხუთე მოადგილე 10 წლის განმავლობაში “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვა იყო.

  • საჯარო ინფორმაციის მიხედვით, გიორგი ბახუაშვილი სხვადასხვა დროს  მუშაობდა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტსა და დაცვის პოლიციაში. აქვს პოლიციის პოლკოვნიკის წოდება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ამჟამად გეკა გელაძე ხელმძღვანელობს.

გელაძეს ამ დრომდე 4 მოადგილე ჰყავდა, მათ რიცხვს კი გიორგი ბახუაშვილი დაემატა : 

  1. მარიამ ტაბატაძე,
  2. ლაშა მაღრაძე,
  3. თამაზ ბორაშვილი,
  4. ალექსანდრე მაისურაძე,
  5. გიორგი ბახუაშვილი

გეკა გელაძე სუს-ის უფროსად მას შემდეგ დანიშნეს, რაც 21 აპრილს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ძალოვან სტრუქტურებში განხორციელებული ცვლილებების შესახებ გამოაცხადა:

  • ცვლილებები შეეხო მამუკა მდინარაძეს, სუს-ის ყოფილი შეფმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი დაიკავა. ის სუს-ის უფროსის თანამდებობაზე გეკა გელაძემ შეცვალა, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრი  გაერთიანებული სამეფოს მიერ სანქცირებული სულხან თამაზაშვილი გახდა.

მსგავსი