სომხეთში ოპოციციუტი პარტიის “აყვავებული სომხეთის” ლიდერი, გაგიკ ცარუკიანი დააკავეს
სომხეთში სამართალდამცავებმა ოპოზიციური პარტიის, „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი და ბიზნესმენი გაგიკ ცარუკიანი დააკავეს. ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, მას ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრება და მასშტაბური თაღლითობის ორგანიზება. საქმის მასალების მიხედვით, კრიმინალური სქემა 2022-2024 წლებში მოქმედებდა. გამოძიება მიუთითებს, რომ ცარუკიანის ორგანიზებით შექმნილმა ჯგუფმა, ირან-სომხეთის სავაჭრო ურთიერთობების განვითარების საბაბით, ირანის მოქალაქეებთან ერთობლივი იურიდიული პირები დააფუძნა. ბრალდებულებმა ოფიციალური დოკუმენტები გააყალბეს და თაღლითური გზით დაახლოებით 21 მილიონი დოლარის ექვივალენტი ღირებულების ქონება მიითვისეს. The post სომხეთში ოპოციციუტი პარტიის “აყვავებული სომხეთის” ლიდერი, გაგიკ ცარუკიანი დააკავეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →