სიახლე

ბორჯომში საძოვრების გამო მომხდარი მკვლელობის საქმე — სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი 17 წლამდე გაუზარდა

GuriaNews

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულიად გაიზიარა და დააკმაყოფილა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისა და ტარების ფაქტებზე მსჯავრდებული დამნაშავედ ცნო. “საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2025 წლის 19 ივლისს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარე, საზაფხულო საძოვრების ტერიტორიაზე, ბრალდებულმა საძოვრებთან დაკავშირებული დავის გამო, ძმებს, მათივე ოჯახის წევრების თანდასწრებით, მოკვლის განზრახვით არაერთხელ […] The post ბორჯომში საძოვრების გამო მომხდარი მკვლელობის საქმე — სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი 17 წლამდე გაუზარდა appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულიად გაიზიარა და დააკმაყოფილა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისა და ტარების ფაქტებზე მსჯავრდებული დამნაშავედ ცნო.

“საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2025 წლის 19 ივლისს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარე, საზაფხულო საძოვრების ტერიტორიაზე, ბრალდებულმა საძოვრებთან დაკავშირებული დავის გამო, ძმებს, მათივე ოჯახის წევრების თანდასწრებით, მოკვლის განზრახვით არაერთხელ ესროლა მისივე მამის კუთვნილი იარაღიდან, რა დროსაც ერთმა ძმამ მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ხოლო მეორე მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის “ლ” და “მ” ქვეპუნქტებით, ასევე 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილითა და 237-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2026 წლის 10 თებერვლის განაჩენით ბრალდებულის ქმედება გადაკვალიფიცირდა და დამნაშავედ იქნა ცნობილი 19,109-ე მუხლის “ლ” და “მ” ქვეპუნქტებიდან სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტსა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 120-ე მუხლის მეორე ნაწილზე, ასევე 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და 237-ე მუხლის პირველი ნაწილით და საბოლოო სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის და 6 თვის ვადით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს,პროკურატურის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, 2026 წლის 8 ივლისის განაჩენით ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის “ლ” და “მ” ქვეპუნქტებით, ასევე 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და 237-ე მუხლის პირველი ნაწილით და საბოლოოდ, სასჯელის სახით განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 წლის ვადით”,_ აცხადებს პროკურატურა.

The post ბორჯომში საძოვრების გამო მომხდარი მკვლელობის საქმე — სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი 17 წლამდე გაუზარდა appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი