უკრაინის თავდაცვის ძალებმა აზოვის ზღვაში 12 რუსული ნავთობტანკერი დააზიანეს
უკრაინის თავდაცვის ძალებმა აზოვის ზღვაში რუსულ ტანკერებსა და სხვა ხომალდებზე იერიში მიიტანეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დარტყმები 9 ივლისის ღამეს განხორციელდა, რის შედეგადაც 12 ნავთობტანკერი დაზიანდა. ნავთობტანკერების გარდა, თავდასხმის სამიზნე რუსული საბუქსირო და სატვირთო გემებიც გახდა. უკრაინის გენშტაბის განმარტებით, აღნიშნული ოპერაცია მოწინააღმდეგის სამხედრო და ეკონომიკური რესურსების შესუსტებას ისახავდა მიზნად: „9 ივლისის ღამეს, რუსი აგრესორის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შემცირების ფარგლებში, უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა მოწინააღმდეგის არაერთ მნიშვნელოვან სამხედრო და სამხედრო-ეკონომიკურ ობიექტს დაარტყეს“-აცხადებს უკრაინის გენშტაბი. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ეს ბოლო დღეების განმავლობაში განხორციელებული ერთადერთი სამიზნე იერიში არ ყოფილა, ბოლო ოთხი დღის განმავლობაში აზოვისა… The post უკრაინის თავდაცვის ძალებმა აზოვის ზღვაში 12 რუსული ნავთობტანკერი დააზიანეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →