ქალაქ ონის შესასვლელთან მოძრაობა დროებით შემოვლით გზაზე გადაერთვება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა) – ალპანა – მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ107–კმ112 მონაკვეთზე, არსებული მეწყრული უბნის აღდგენისა და დამცავი სამუშაოების განხორციელების მიზნით, 2026 წლის 11 ივლისიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით შეიზღუდება. ამ პერიოდში, ქალაქ ონის შესასვლელთან მოძრაობა სპეციალურად მოწყობილ შემოვლით გზაზე გადაერთვება. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, ონის მიმართულებით სატრანსპორტო მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე (სარეკი) – უზუნთა – შქმერი – ზუდალის, ასევე ადგილობრივი მნიშვნელობისა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გუფთა – ონის საავტომობილო გზების გავლით და პირიქით. ამასთან, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე აიკრძალება იმ ავტოსატრანსპორტო… The post ქალაქ ონის შესასვლელთან მოძრაობა დროებით შემოვლით გზაზე გადაერთვება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →