სიახლე

ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ საქართველოს მოქალაქეს დაუსწრებლად 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა

მედიაცენტრი

ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ საქართველოს მოქალაქეს დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა რუსული მედიის ცნობით, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქე დავით ქებურიას პატიმრობის მოხდა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მიუსაჯა. „1989 წლის 11 ნოემბერს დაბადებული საქართველოს მოქალაქე დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად. მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული“, – ნათქვამია ე.წ. სასამართლოს განცხადებაში. დავით ქებურია უკრაინის მხარეს 2022 წლის მარტიდან 2026 წლის იანვრამდე იბრძოდა. The post ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ საქართველოს მოქალაქეს დაუსწრებლად 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი