ევროკავშირი მოლდოვის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად €120 მილიონს გამოყოფს
ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, მოლდოვის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად და ქვეყნის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად, ევროკავშირი 120 მილიონ ევროს გამოყოფს. დახმარება „ევროპის მშვიდობის ფონდის“ ფარგლებში გამოიყოფა და მოლდოვის შეიარაღებული ძალებისთვის საშუალო მანძილის საჰაერო თავდაცვის სისტემას დააფინანსებენ. ევროკავშირში აღნიშნავენ, რომ ეს მხარდაჭერა მოლდოვის ჯარს ოპერატიული ეფექტურობის გაუმჯობესებასა და მოქალაქეების უკეთ დაცვაში დაეხმარება. ახალი პაკეტის გათვალისწინებით, ევროკავშირის მიერ „ევროპის მშვიდობის ფონდიდან” მოლდოვისთვის გაწეული მთლიანი სამხედრო დახმარება 317 მილიონ ევრომდე გაიზარდა. The post ევროკავშირი მოლდოვის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად €120 მილიონს გამოყოფს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →