რუსეთში „გაზპრომის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონით იერიში მიიტანეს
რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში მდებარე „გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უპილოტო საფრენი აპარატით იერიში განხორციელდა, რასაც ობიექტზე ხანძრის გაჩენა მოჰყვა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სამიზნე ობიექტი უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 1 400 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. „გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატი“ რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოა, რომელიც წელიწადში დაახლოებით 10 მილიონ ტონა ნავთობს ამუშავებს. ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმის პარალელურად, აფეთქებების ხმები ისმოდა კრასნოდარის მხარის ქალაქ გელენჯიკშიც. ადგილობრივი წყაროების ცნობით, ძლიერი აფეთქებების შემდეგ მასშტაბური ხანძარი ქალაქის აეროპორტის მახლობლად გაჩნდა. The post რუსეთში „გაზპრომის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონით იერიში მიიტანეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →