,,უკრაინასთან დაკავშირებით ბაქოს პოზიცია მოსკოვთან უთანხმოების საგანია” – პესკოვი
ბაქოს პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით მოსკოვთან უთანხმოების საგანია, თუმცა ის რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივ ურთიერთობებს ჩრდილს არ აყენებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მიერ გამოთქმულ პოზიციასთან დაკავშირებით – არსებობს მთელი რიგი ქვეყნები, რომლებთანაც ჩვენ მჭიდრო ურთიერთობები გვაქვს და რომლებიც ამ პოზიციას იზიარებენ. ამ პოზიციას ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით და, დიახ, ეს უთანხმოების საგანია. ამავდროულად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არ არის მიზეზი, რომ ამან ჩრდილი მიაყენოს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა. The post ,,უკრაინასთან დაკავშირებით ბაქოს პოზიცია მოსკოვთან უთანხმოების საგანია” – პესკოვი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →