მარკო რუბიომ იორდანიაზე ირანის თავდასხმები დაგმო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, იორდანიის ვიცე-პრემიერ და საგარეო საქმეთა მინისტრ აიმან საფადისთან შეხვედრისას, მკაცრად დაგმო ირანის მიერ განხორციელებული ბოლოდროინდელი სამხედრო დარტყმები და მათ მიუღებელი უწოდა. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მხარეებმა ორმხრივი და რეგიონული საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ირანის რეჟიმის მხრიდან რეგიონის ქვეყნებსა და საზღვაო გადაზიდვებზე მიმდინარე თავდასხმებს. სახელმწიფო მდივანმა კატეგორიულად დაგმო ეს ქმედებები და ხაზი გაუსვა იორდანიის ტერიტორიაზე განხორციელებული იერიშების მიუღებლობას. ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ირანმა რამდენჯერმე მიიტანა იერიში იორდანიის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე. კერძოდ, ირანის არმიის… The post მარკო რუბიომ იორდანიაზე ირანის თავდასხმები დაგმო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →