ბლოგერი, უჩა აბაშიძე, ციხიდან წერილს ავრცელებს:
უნდა შესულიყვნენ პარტიები 2024-ში პარლამენტში – მანდატების იმ რაოდენობით, რომლებიც გადმოუგდეს ქოცებმა?
Pros და cons-ების ამბავია: რო შესულიყვნენ, საერთაშორისო ამბავში 100%-ით გეუბნებით, რო ის წნეხი არ იქნებოდა – რაც არის. უცხოეთის თვალში შენარჩუნდებოდა “გაურკვეველინაცრისფერი“ აქ.
და ქოცები ბევრად მეტი ბუნდოვანების შექმნას შეძლებდნენ, ისევ, და ბევრად მეტი ხალხი იქნებოდა, ვინც: “რატო არიან ქოცები ცუდი? – მითხარი აბა?! – დამარწმუნე!“ – არ თანამშრომლობამ – დააჩქარა ეგეც (ჩემი აზრით)ზატო ახლა არის “ესენი ცუდია, კი. მარა აბა ვინ?!“ხოდა შესვლის pros რა იყო? – ესენი გინდა ყოფილან იქ, სინამდვილეში, გინდა არ. გარეთ ეძახიან ისინი კლოუნებს ამათ და სცემენ – თუ შიგნით – აზრი?და საერთაშორისო ამბავში, 100% არ იქნებოდა ის ერთმნიშვნელობა – რაც ეხლაა.ეგ ერთმნიშვნელობა – ქმნის ცუდ განწყობას – ბიზნესების მხრიდან და აღარ შემოდიან – და ნელა მარა ზრდის აქ შეგნებას – რო ცხოვრება, ამათ ხელში, გაუმჯობესდა მარტო მათივე ელიტისთვის – ყველა სხვა ვიღუპებითო. რაც არი “შავით-თეთრზე“-ს ზრდა ისევ.დალშე – სულერთია – 2 წელი “შედეგის ვერ დადების მერე“ – ასეც ვაგინებდით ამათ, და ისეც. რო შესულიყვნენ – ვიძახებდით ფულზე გაიყიდნენო, სკამებზე და ხელფასებზე, და რას მიაღწიესო?!ხალხი ყოველთვის იპოვის როგორ იყოს მართალი – და როცა ვერ ერევა მთავარ და ნამდვილ მჩაგვრელს – როგორ დაერიოს ერთმანეთს – შენი ბრალიაო, არა შენი ბრალიაო.სინამდვილეში იმათი ბრალია – მარა აბა ისენი არ გვისმენენ და? ზურა ჯაფარიძე კიდე – აგე, ეგერ დგას მარშზე, შენი აზრი ფეხზე არ კიდია, მიხვალ, ეჩხუბები, შეაჩვენებ, დატაგავ, და იცი რო წაიკითხავს.ჩემი აზრით, მოკლედ, მაშინ არ-შესვლის pros ბევრად მეტი გამოდგა და საბოლოო გამონალექში – საბოლოოდ ამ რეჟიმის შეცვლის მხრივ, გინდა შესულიყვნენ ესენი, გინდა არა.ჩაბეტონებული ავტორიტარიზმი – მიმავალი დიქტატურაში – მარცხდება მხოლოდ მისივე დიდი კატასტროფით, ან არაადამიანურად პოპულარული – სხვა ავტორიტეტით.რო შესულიყვნენ პარლამენტში – ეს, მოქმედი პარტიები – იქ, დაბადებდნენ ასეთ ავტორიტეტს? – გამორიცხულია.რო შესულიყვნენ – რეჟიმის საკუთარი შეცდომის შანსს გაზრდიდნენ? – ჩემი აზრით არა, ასე მეტი შანსია. ასე უფრო შავ-თეთრია ყველაფერი.ამიტო საბოლოოდ – მაშინ, იმ დროს, არ შესვლა იყო 10/10 და დღეს “საქმე“ არც პარლამენტში გამოსდით მათ, არც გარეთ. ბუქსაობენ და იბუქსავებდნენ ორივე სცენარში (და ხალხი შეაჩვენებდათ ისედაც)საერთაშორისო ამბავი კიდე “0 შედეგი“ არაა, რაღაც შედეგი მაინცაა.დალშე მშვენივრად იცით – რო ქვეყანა ან დაიღუპა, ან სისტემა თვითონ მოიწყობს კატასტროფას. ან ბიძინა იტყვის – აღარ მიღირს ესო (და ამაში საერთაშორისო ამბავი ლამის მთავარია) – ან გამოჩნდება ისეთი ავტორიტეტი – რო ყველაფერი სულერთი იქნება, ვინ შევიდა პარლამენტში, ვინ არა – პუსტა-პუსტა იქნება ყველა სხვა ისედაც და ასედაც.კი – ქვეყნები იღუპებიან, კი – ერები ქრებიან, კი – ამისგან გადარჩენის რამდენიმე პატარა შანსიანი გზაა მხოლოდ და “ნათელი მომავლის 4-ნაბიჯიანი კომბინაცია“ მაგ დროს არაა. ჩანს, მხოლოდ, გზა – საითაც უნდა იწვალო და იქნებ, თუ გაგიმართლებს, – გამოვიდეს რამე. ჩვენ კიდე სისულელეებზე ვჭამთ ერთმანეთს, ვითომ გაკვეთილია მაგ შესვლა/არ-შესვლაში რამე და რამეს “ვისწავლით“ ამით და “შემდეგზე“ გამოგვადგება.ავტორიტარიზმი – მისი დაწერილი პროცენტებით პარლამენტში შესვლა/არ-შესვლით არ მთავრდება. Never did.არც ერთმანეთისთვის სისულელეებზე და@მით – არ მთავრდება. ზატო 100 მაგალითი ვიცი – როცა ერთმანეთის და@მით დაიღუპა ოპოზიცია და მოკვდა ქვეყანა. ჩამოგითვალოთ?ესაა მოკლედ ჩემი აზრი: მაშინ რო არ შევიდნენ – მეტი პლიუსი მოიტანა მაგან – ვიდრე მინუსი ჰქონდა. დღეს ამის გარჩევაში – 0 გაკვეთილია და წყალს ვნაყავთ. ხალხი ოპოზიციას მაინც აგინებდა ბიძინას 2 წელი ვერ-მოშორების მერე, – გინდა შესულიყვნენ, გინდა არ.თუ ისევ გაყალბებულ არჩევნებს ჩაატარებს, ამ 10-ჯერ უარესი კანონებით – მერეც, გინდა შევიდნენ, გინდა არ, გინდა რაც გინდა ის ქნან. არასწორ ადგილას ვეძებთ გამოსავალს საერთოდ და ავტორიტარიზმის (და აწი უკვე დიქტატურის) დასრულების შანსებს.ჭრელ-ჭრელა, გაშავებულ, აზელილ პარტიებს – პარლამენტიდან დაესრულებიოთ დიქტატურა, ან ავტორიტარიზმი – მაგალითს ვერ მომიყვანთ. პროსტა “ვისი ბრალია?“-ს ვეძებთ, ვითომ, – და ვითომ აი ის რო ექნათ, იქედან კლოუნადა სხვანაირი იქნებოდა. არადა ამაზე უფრო მეტს ვაგინებდით კიდე, IMHO.რომელი პროცესი გახდის ყველაფერს მეტად შავ-თეთრს?რომელი პროცესისას მეტი შანსია თვითონ დაიმართოს კატასტროფა ქოცებმა?რომელი პროცესით მეტი შანსია ბიძინამ თქვას აღარ მიღირსო?რომელი პროცესი, მეტი შანსია, დაბადებს უზომოდ პოპულარულ ავტორიტეტს?
სუ ესაა, დანარჩენი ნერვებს ვიშლით ტყუილად.
The post უნდა შესულიყვნენ პარტიები 2024-ში პარლამენტში? – უჩა აბაშიძე appeared first on .