დედოფლისწყაროში კორპუსის მეორე სართულიდან 4 წლის ბავშვი გადმოვარდა – შემთხვევა დღეს დილით, ჰერეთის ქუჩაზე მოხდა. ინფორმაციას “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი პოლიტრავმებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.
არსებული ინფორმაციით, საჭირო გახდა თავის არეში სპეციალიზებული კვლევის ჩატარება, რის გამოც პაციენტი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა.
რა გახდა შემთხვევის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.
The post მეორე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა appeared first on გურია ნიუსი.