ჩინეთმა რუსეთთან გიგანტური გაზსადენის მშენებლობის თაობაზე ყველა მოლაპარაკება განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა
გამოცემა The Wall Street Journal-ის ცნობით, ჩინეთმა რუსეთთან გიგანტური გაზსადენის, „ციმბირის ძალა 2-ის“ მშენებლობის თაობაზე ყველა მოლაპარაკება განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა. „გაზსადენი იმისთვის იყო გათვლილი, რომ ევროპისთვის განკუთვნილი ასობით მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი, ჩინურ ბაზარზე გადამისამართებულიყო, რათა პეკინის სახით მოსკოვს, დაკარგული შემოსავლების ჩასანაცვლებლად მთავარი ეკონომიკური საყრდენი მოეპოვებინა. ამ მრავალ მილიარდიანი პროექტის განუსაზღვრელი ვადით შეჩერებით პეკინმა აჩვენა, რომ უარს ამბობს პუტინის პირობებით გადაარჩინოს რუსეთის კოლაფსის პირას მყოფი ენერგეტიკული ეკონომიკა“, – ნათქვამია ინფორმაციაში. The post ჩინეთმა რუსეთთან გიგანტური გაზსადენის მშენებლობის თაობაზე ყველა მოლაპარაკება განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →