სიახლე

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანზე თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა

Alia

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) წერს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანზე თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა. დარტყმები უკვე მეცხრე ღამეა, გრძელდება, ხოლო სამიზნეს ირანის სამხედრო საზღვაო სადაზვერვო და საჰაერო თავდაცვის ობიექტები წარმოადგენდა. აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ მათი მიზანი იყო კიდევ უფრო შეემცირებინა ირანის შესაძლებლობა, თავს დაესხას ჰორმუზის სრუტეში მოძრავ კომერციულ გემებსა და სამოქალაქო მეზღვაურებს. „CENTCOM-ის სამიზნეებს შორის იყო : […] The post ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანზე თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა appeared first on .

პირველწყარო →

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) წერს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანზე თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა.

დარტყმები უკვე მეცხრე ღამეა, გრძელდება, ხოლო სამიზნეს ირანის სამხედრო საზღვაო სადაზვერვო და საჰაერო თავდაცვის ობიექტები წარმოადგენდა.

აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ მათი მიზანი იყო კიდევ უფრო შეემცირებინა ირანის შესაძლებლობა, თავს დაესხას ჰორმუზის სრუტეში მოძრავ კომერციულ გემებსა და სამოქალაქო მეზღვაურებს.

„CENTCOM-ის სამიზნეებს შორის იყო : ირანის სამხედრო სარდლობის ცენტრები, საჰაერო თავდაცვისა და სანაპირო სათვალთვალო ობიექტები, საზღვაო შესაძლებლობები, რაკეტებისა და დრონების გაშვების ადგილები და საკომუნიკაციო ქსელები“, – წერია განცხადებაში. 

ამასთან, ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა „მტრის სამიზნეების“ მიმართულებით რაკეტების კიდევ ერთი ტალღა გაუშვა.

The post ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანზე თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა appeared first on .


მსგავსი