სიახლე

იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა

Alia

იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა. ინფორმაციას და თავდასხმის კადრებს მისი ახლობლები Facebook-ზე ავრცელებენ. კადრებში ისმის, როგორ ახსენებენ თავდამსხმელები ნოდარ დუმბაძეს. სავარაუდოდ, თავდასხმა ონისე ოქრიაშვილის მიერ ხუმრობაში ნოდარ დუმბაძის ხსენებას უკავშირდება. პროპაგანდა უკვე რამდენიმე დღეა, რაც ამის გამო აქტივისტის დისკრედიტაციას ეწევა. ონისე ოქრიაშვილი ამ დროისთვის ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. “ონისეს დახვდნენ სახლთან, […] The post იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა appeared first on .

პირველწყარო →

იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა.

ინფორმაციას და თავდასხმის კადრებს მისი ახლობლები Facebook-ზე ავრცელებენ. კადრებში ისმის, როგორ ახსენებენ თავდამსხმელები ნოდარ დუმბაძეს.

სავარაუდოდ, თავდასხმა ონისე ოქრიაშვილის მიერ ხუმრობაში ნოდარ დუმბაძის ხსენებას უკავშირდება. პროპაგანდა უკვე რამდენიმე დღეა, რაც ამის გამო აქტივისტის დისკრედიტაციას ეწევა.

ონისე ოქრიაშვილი ამ დროისთვის ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.

“ონისეს დახვდნენ სახლთან, 3 კაცი შედგა და ცემა. გადავდივართ კლინიკაში. მძიმე დაზიანებები არ აქვს. ქართული ოცნება არის ტერორისტული რეჟიმი და ამას აუცილებლად მალე დაამტკიცებს დამოუკიდებელი სასამართლო”, – წერს Mariam Samu სოციალურ ქსელში. (ფორმულა)

The post იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა appeared first on .


მსგავსი