ვერაზე სროლისას დაშავებული ქალი კლინიკიდან გაწერეს
ქალი, რომელიც გუშინ, ვერაზე მომხდარი სროლისას დაშავდა, ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკიდან უკვე გაწერეს. ექიმით თქმით, ქალი კლინიკაში თხემის მიდამოში მცირე სისხლმდენი ჭრილობით შეიყვანეს. ჩაუტარდა პირველადი ქირურგიული დამუშავება, ნაკერები დაედო და სტაბილურ მდგომარეობაში ბინაზე გაეწერა. „სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ შემოყვანილი იქნა ახალგაზრდა ქალბატონი. თხემის მიდამოში აღენიშნებოდა მცირე ზომის მცირედ სისხლმდენი ჭრილობა. პაციენტს გაეწია ქირურგის კონსულტაცია. არსებული ჭრილობა დამუშავდა პირველადი ქირურგიული წესით. გაიკერა კვანძოვანი ნაკერით. დაყოვნდა პაციენტი მცირე ხნით გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში და სტაბილური მდგომარეობით გაეწერა ბინაზე“,- განაცხადა ექიმმა. The post ვერაზე სროლისას დაშავებული ქალი კლინიკიდან გაწერეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →