ირლანდიის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა
ირლანდიის პრემიერ-მინისტრი მაიკლ მარტინი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ირლანდიის მთავრობის ხელმძღვანელი მოლაპარაკებებს გამართავს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. გარდა ამისა, დაგეგმილია შეხვედრა უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკთან, რომელთანაც ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესს განიხილავს. კიევში ჩასვლამდე მაიკლ მარტინმა აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი უკრაინელი ხალხისა და ქვეყნის მთავრობისადმი ირლანდიისა და ევროკავშირის სოლიდარობის კიდევ ერთი დადასტურებაა. „უკრაინის მხარდაჭერა ევროკავშირის საბჭოს ირლანდიის თავმჯდომარეობის ცენტრალური პრიორიტეტია. ეს ვიზიტი იძლევა შესაძლებლობას, რომ პრეზიდენტ ზელენსკისგან და პრემიერ-მინისტრისგან ადგილზე არსებული ვითარებისა და უკრაინის საჭიროებების შესახებ პირადად მოვისმინოთ“, – განაცხადა ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა. The post ირლანდიის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →