,,აშშ მზადაა, გამოიყენოს თავისი გავლენა უკრაინაში ომის დასასრულებლად” – მარკო რუბიო
შეერთებული შტატები მზადყოფნას გამოთქვამს, შეასრულოს ნებისმიერი პოზიტიური როლი უკრაინაში ომის დასასრულებლად და სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ფილიპინებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მარკო რუბიოს თქმით, მშვიდობის მისაღწევად აუცილებელია ისეთი შეთანხმება, რომელსაც როგორც რუსეთი, ისე უკრაინა დათანხმდება, ამას კი სერიოზული და ხანგრძლივი სამუშაო სჭირდება. „ჩვენ გვინდა სამშვიდობო შეთანხმება. გვინდა, რომ ომი დასრულდეს. წარსულშიც ვცადეთ შუამავლობა, თუმცა იმ ეტაპზე ეს შედეგიანი არ აღმოჩნდა. თუ ახლა გარემოებები შეიცვალა და შეთანხმების შესაძლებლობა გაჩნდა, ჩვენ მზად ვართ. აშშ-ის პრეზიდენტი ამ მიზნის ერთგულია და ყოველდღე, როცა ვხედავთ შესაძლებლობას, ვითამაშოთ პოზიტიური როლი, ამას გავაკეთებთ“,… The post ,,აშშ მზადაა, გამოიყენოს თავისი გავლენა უკრაინაში ომის დასასრულებლად” – მარკო რუბიო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →