„პუტინი 300-დან 500 ათასამდე ადამიანის მობილიზებას გეგმავს” – ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ომის შეჩერებას არ გეგმავს და დაზვერვის მონაცემებით, შემოდგომაზე მასშტაბური მობილიზაციის ახალი ტალღისთვის ემზადება. ამის შესახებ ზელენსკიმ Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პუტინი მობილიზაციის გამოცხადებას დუმის არჩევნების შემდეგ, ოქტომბრის დასაწყისში გეგმავს. პროცესი ფარულად წარიმართება, რადგან რუსეთის ხელისუფლებას საკუთარი საზოგადოების რეაქციის ეშინია. „პუტინი 300-დან 500 ათასამდე ადამიანის მობილიზებას გეგმავს. მას ექნება შიდა სირთულეები, რადგან საზოგადოება მობილიზაციის წინააღმდეგია. ის ვერ შეძლებს ამ ხალხის სწრაფად მომზადებას, რაც ნიშნავს, რომ ბრძოლის ველზე ისევ ცუდად მომზადებულ ადამიანებს გააგზავნის, ეს კი დიდ დანაკარგებს გამოიწვევს“, – აღნიშნა… The post „პუტინი 300-დან 500 ათასამდე ადამიანის მობილიზებას გეგმავს” – ვოლოდიმირ ზელენსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →