ზელენსკი გაერთიანებულ სამეფოში ჩავიდა, სადაც ენდი ბერნემს შეხვდება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაერთიანებულ სამეფოში ჩავიდა, სადაც პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემს შეხვდება. „ჩავედი გაერთიანებულ სამეფოში. ჩემი გრაფიკი მოიცავს შეხვედრებს პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემთან, ასევე, ჩვენს მეომრებთან, რომლებიც ამჟამად დიდ ბრიტანეთში იმყოფებიან, მათ შორის მათთან, ვინც მონაწილეობა მიიღო Sea Breeze-ის წვრთნებში“, – წერს ზელენსკი. მისი თქმით, სრულმასშტაბიანი ომის წლების განმავლობაში უკრაინასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის მტკიცე ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის დროს ენდი ბერნემი აპირებს Stone Cloak ტექნოლოგიის უკრაინისთვის გადაცემის გამოცხადებას, რომელიც მიზნად ისახავს რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების განადგურებას. The post ზელენსკი გაერთიანებულ სამეფოში ჩავიდა, სადაც ენდი ბერნემს შეხვდება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →