გაეროს უშიშროების საბჭოში აშშ-სა და საფრანგეთის დელეგაციებს შორის დაპირისპირება მოხდა
27 ივლისს, უკრაინის საკითხზე გამართულ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აშშ-ის დელეგაციამ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა, როდესაც სიტყვით საფრანგეთის წარმომადგენელი გამოდიოდა. დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც საფრანგეთმა აშშ ღიად გააკრიტიკა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის, ვოლკერ ტურკისთვის ვადის 4 წლით გაგრძელების წინააღმდეგ ხმის მიცემის გამო – ვაშინგტონმა ხმა რუსეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან და კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან ერთად მისცა. აშშ-ის ელჩმა მაიკ უოლცმა საფრანგეთს ბრალი დასდო ისეთი კომისრის მხარდაჭერაში, რომელიც, მისი თქმით, დემოკრატიულ სახელმწიფოებს აკრიტიკებს და რეპრესიული რეჟიმების მიმართ ლმობიერია. აშშ-ის წარმომადგენელმა დენ ნეგრეამ საფრანგეთის რიტორიკას „ქედმაღლური და არაგულწრფელი პომპეზურობა“ უწოდა. აშშ-ისა და… The post გაეროს უშიშროების საბჭოში აშშ-სა და საფრანგეთის დელეგაციებს შორის დაპირისპირება მოხდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →