სიახლე

ფინეთმა რუსეთის საზღვართან საჰაერო და საზღვაო სივრცეზე შეზღუდვები დააწესა

მედიაცენტრი

ფინეთმა დრონებისგან მომდინარე საფრთხის გამო რუსეთის საზღვართან ახლოს, კოტკასა და ჰამინას სანაპიროებთან, საჰაერო და საზღვაო სივრცის გამოყენებაზე შეზღუდვები დააწესა. ინფორმაციას ფინური მედია ავრცელებს. ფინეთის გენერალური შტაბის განმარტებით, აღნიშნული ზომები პრევენციულ ხასიათს ატარებს და უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე განხორციელებულ დრონების თავდასხმებს უკავშირდება. შეიარაღებულ ძალებში აღნიშნავენ, რომ შეზღუდვების დაწესება აუცილებელია იმისათვის, რათა ქვეყნის საჰაერო ძალებმა ფინეთის საჰაერო სივრცეში შემთხვევით შეჭრილი უპილოტო აპარატები სწრაფად და უსაფრთხოდ გაანეიტრალონ. The post ფინეთმა რუსეთის საზღვართან საჰაერო და საზღვაო სივრცეზე შეზღუდვები დააწესა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი