სიახლე

,,შეშფოთებულნი ვართ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო” – აშშ-ის საელჩო

მედიაცენტრი

საქართველოში აშშ-ის საელჩო საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნასა და ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ტენდენციას ეხმაურება. „ჩვენ შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო. სიცრუესა და მცდარ შეხედულებებზე საუკეთესო პასუხი მეტი სიტყვის თავისუფლებაა და არა იძულებით დამყარებული დუმილი“, – აცხადებენ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში. საელჩოს განმარტებით, ტრამპის ადმინისტრაცია სიტყვის თავისუფლებას ფუნქციონირებადი საზოგადოების ფუნდამენტურ საფუძვლად მიიჩნევს და მტკიცედ ეწინააღმდეგება ცენზურასა და შემზღუდავ კანონებს, რომლებიც არასასურველი შეხედულებების მქონე ადამიანების ხმის ჩასახშობად გამოიყენება. „სტაბილურობა მოითხოვს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან მოქალაქეების სახელით თანამშრომლობს – იმ მოქალაქეებისა, რომლებმაც მათ ხმა მისცეს.… The post ,,შეშფოთებულნი ვართ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო” – აშშ-ის საელჩო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი