სიახლე

,,აშშ-ს უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაზე უარი არ უთქვამს” – პესკოვი

მედიაცენტრი

აშშ-ს უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში მონაწილეობაზე უარი არ უთქვამს. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „ამერიკელებს უკრაინის საკითხი არ მიუტოვებიათ, უბრალოდ მათთვის უფრო პრიორიტეტული პრობლემები გაჩნდა, რომელთა მოგვარებაც აუცილებელია“, – აღნიშნა პესკოვმა. მისი თქმით, ვაშინგტონს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბრის გამართვის თხოვნით კრემლისთვის არ მიუმართავს. ამასთან, პესკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის საკითხზე რუსეთსა და აშშ-ს შორის სამუშაო კონტაქტები კვლავ გრძელდება. The post ,,აშშ-ს უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაზე უარი არ უთქვამს” – პესკოვი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი