პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და ადევნების ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავესა
საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და ადევნების ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, აპლიკაცია „ვოთსაპის“ გამოყენებით მოიპოვა და უკანონოდ შეინახა სამი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო მასალა, ხოლო ერთ-ერთი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო მასალა „მესენჯერის“ საშუალებით გადაუგზავნა სხვა პირს. ასევე, ბრალდებული, სისტემატურად უკანონოდ უთვალთვალებდა დაზარალებულს, გადაადგილდებოდა მის საცხოვრებელ სახლთან და მასთან არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა, რის შედეგად, დაზარალებულმა ფსიქიკური ტანჯვა განიცადა და იძულებული გახდა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი. სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურის თანამრომლებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების… The post პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და ადევნების ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავესა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →