ირანი აცხადებს, რომ იარაღის საწარმოო ხაზები „იმაზე აქტიურია, ვიდრე ოდესმე“
,,ირანის თავდაცვის მრეწველობა წარმოებას აფართოებს და პრიორიტეტს საჰაერო და საზღვაო შესაძლებლობების გაძლიერებას ანიჭებს”, – ამის შესახებ ირანელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა. ეს განცხადება მკვეთრად ეწინააღმდეგება აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის მიერ მარტში გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, ირანის თავდაცვითი სამრეწველო ბაზა „სრულ განადგურებასთან“ იყო ახლოს, ხოლო მისი ბალისტიკური რაკეტების წარმოების სიმძლავრე – „ფუნქციურად დამარცხებული“ და „განადგურებული“. ირანის თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების ლოგისტიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ბრიგადის გენერალმა მაჯიდ ებნოლრეზამ სააგენტო Tasnim-თან საუბრისას აღნიშნა, რომ „თავდაცვითი მრეწველობის საწარმოო ხაზები იმაზე აქტიურია, ვიდრე ოდესმე“. The post ირანი აცხადებს, რომ იარაღის საწარმოო ხაზები „იმაზე აქტიურია, ვიდრე ოდესმე“ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →