,,ანდრეი სიბიგამ დამარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმა უნებლიე იყო” – აბას არაღჩი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, უკრაინელმა კოლეგამ ანდრეი სიბიგამ სატელეფონო საუბრისას დაარწმუნა, რომ კასპიის ზღვაში ირანულ ხომალდზე თავდასხმა უნებლიე ხასიათის იყო და კიევი ესკალაციას არ ისწრაფვის. არაღჩიმ აღნიშნა, რომ ვითარების დაძაბვა არც თეირანის ინტერესებშია, თუმცა ზარალის ანაზღაურება მოითხოვა. „მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ჩვენს მოქალაქეებზე ან ჩვენს ინტერესებზე ნებისმიერი თავდასხმა მიუღებელია. ზარალი აუცილებლად უნდა ანაზღაურდეს“, – დაწერა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში. მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმაც დაადასტურა ირანელ კოლეგასთან საუბარი და აღნიშნა, რომ უკრაინის ყველა ქმედება მხოლოდ რუსული აგრესიისგან თავდაცვას ისახავს მიზნად, ინციდენტების მთავარი მიზეზი კი მოსკოვია. The post ,,ანდრეი სიბიგამ დამარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმა უნებლიე იყო” – აბას არაღჩი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →