ტრამპს სურს, რუსეთის სანქციების კანონპროექტს ირანისთვის ტარიფების დაწესებაც დაემატოს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სურს, სენატორ ლინდსი გრემის მიერ წარდგენილ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების კანონპროექტს ირანისთვის ტარიფების დაწესების შესაძლებლობაც დაემატოს. მისი განმარტებით, დოკუმენტი რუსეთის მიმართ ტარიფებს მოიცავს, თუმცა გვერდს უვლის იმ ხუთ ქვეყანას, რომლებიც ირანთან არიან დაკავშირებულები. „მინდა, ირანსაც დაუწესდეს ტარიფები. ეს გაცილებით უფრო მყარს გახდიდა კანონპროექტს“, – აღნიშნა ტრამპმა. მედიასთან საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული შეხვედრაც შეაფასა. ტრამპის თქმით, შეხვედრამ დადებითად ჩაიარა და ხაზი გაუსვა, რომ კარგი ურთიერთობა აქვს როგორც ვლადიმერ პუტინთან, ისე ვოლოდიმირ ზელენსკისთან. „მინდა, მან ომი დაასრულოს. ასე რომ, ეს ძალიან მარტივია. მე… The post ტრამპს სურს, რუსეთის სანქციების კანონპროექტს ირანისთვის ტარიფების დაწესებაც დაემატოს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →