შეკვეთილი მკვლელობის მომზადება და „ქურდული სამყაროს“ წევრობა – ბრალდებულებს 17 და 20 წლით პატიმრობა მიესაჯათ
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ანგარებით და შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საზღვარგარეთ მყოფმა „კრიმინალურმა ავტორიტეტმა“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ დაზარალებულს დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვა და მოკვლით დაემუქრა. ხოლო დაზარალებულის მიერ თანხის გადაუხდელობის გამო, ანგარებით მისი მკვლელობა შეუკვეთა. შეკვეთილი მკვლელობის შესრულების მიზნით, ბრალდებულთან კავშირში მყოფი პირი ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული… The post შეკვეთილი მკვლელობის მომზადება და „ქურდული სამყაროს“ წევრობა – ბრალდებულებს 17 და 20 წლით პატიმრობა მიესაჯათ appeared first on მედიაცენტრი მთავარი -…
პირველწყარო →