ვოლგოგრადში Wildberries-ის საწყობსა და ნავთობის ქარხანას დრონებით შეუტიეს
რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში Wildberries-ის ლოჯისტიკურ ცენტრსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. გავრცელებული ცნობებით, დარტყმის ადგილებზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. სამიზნე გახდა Wildberries-ის 44 000 კვადრატული მეტრის ფართობის ლოჯისტიკური კომპლექსი, რომელიც რეგიონის მთავარ ჰაბს წარმოადგენს, ასევე „ლუკოილ-ვოლგოგრადნეფტეპერერაბოტკას“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც რუსეთში ერთ-ერთი უდიდესია. ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი ბოჩაროვმა დაადასტურა, რომ უპილოტო საფრენი აპარატების შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა საწვავ-ენერგეტიკული კომპლექსის სამრეწველო ობიექტსა და ძერჟინსკის რაიონში მდებარე საწყობებში. The post ვოლგოგრადში Wildberries-ის საწყობსა და ნავთობის ქარხანას დრონებით შეუტიეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →