,,ევროკავშირმა გარე საზღვრები უნდა დაიცვას, რათა შიდა ბარიერები არ გაჩნდეს” – ლიეტუვის პრეზიდენტი
ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, ესპანეთის ჩრდილოეთაფრიკულ ანკლავ სეუტაში მიმდინარე მიგრაციული კრიზისის ფონზე, ევროკავშირმა საკუთარი გარე საზღვრების უსაფრთხოება მკაცრად უნდა უზრუნველყოს. ნაუსედას თქმით, ის ევროპული საბჭოს სხდომებზე ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ევროკავშირმა უფრო მკაფიო და ეფექტური მიგრაციული პოლიტიკა შეიმუშავოს. „საუბარია როგორც ეროვნულ უსაფრთხოებასა და აგრესიულ მეზობლებთან ურთიერთობებზე, ასევე მიგრაციაზეც. ლიეტუვა ამ საკითხში იმის მაგალითია, თუ როგორ უზრუნველყოფს ქვეყანა საკუთარი საზღვრების უსაფრთხოებას – ბოლო წლებში ჩვენც განვიცადეთ მნიშვნელოვანი დაძაბულობა, თუმცა გამოწვევას თავი წარმატებით გავართვით“, – აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა. ნაუსედას შეფასებით, სეუტაში შექმნილი ვითარება ევროკავშირის შიდა სტაბილურობას აზიანებს, ეჭვქვეშ აყენებს შენგენის ზონის… The post ,,ევროკავშირმა გარე საზღვრები უნდა დაიცვას, რათა შიდა ბარიერები არ გაჩნდეს” – ლიეტუვის პრეზიდენტი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →